ინდოეთის ოქროს სამკუთხედი, 29.03.2025 – 04.04.2025 ———მოინახულეთ ცოცხალი ისტორიით, მდიდარი კულტურით და თვალწარმტაცი პეიზაჟებით სავსე ქალაქები, ინდოეთის ოქროს სამკუთხედი: დელი, აგრა, ჯაიპური. ———- შაბათი/დღე 1: ჩასვლა დელიში დელიში ჩასვლა Indigo Airlines-ის საერთაშორისო რეისით 6E 1808. დელის ახალ აეროპორტში (ტერმინალი 3) პასპორტ კონტროლის გავლისა და ბარგის მიღების შემდეგ, შეხვდებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელს. ტრადიციული “Swagat”’-ის (მისალმება) შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ მძღოლთან და გიდთან შეხვედრაში. შეხვედრის შემდეგ გავემგზავრებით აგრაში. გზად ვესტუმრებით აქშარდამის ტაძრის კომპლექსს და მივირთმევთ ინდურ საუზმეს. შემდეგ გავაგრძელებთ მგზავრობას აგრაში დამივალთ სასტუმროში განსათავსებლად. დარჩენილი დღე თავისუფალია სასურველი აქტივობებისთვის / დამატებითი ექსკურსიებისათვის. აქშარდამის ტაძარი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჰინდუსური ტაძარი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში. შენობის პერიმეტრზე განთავსებულია 148 სპილოს ფიგურა. ტაძრის გარე ნაწილი დაფარულია ვარდისფერი ქვებით, რაც სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო შიდა ნაწილი დაფარულია თეთრი მარმარილოთი, როგორც სიწმინდისა დააბსოლუტის ნიშანი. ტაძარში ნავით შეგიძლიათ გაისეირნოთ. საღამოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, სურვილისამებრ ვესტუმრებით სიქანდარას – აქბარის სამარხს. Kalakriti თეატრის შოუ – სურვილისამებრ (მოჰაბატ-ე- ტაჯი) აგრაში საგა მოგვითხრობს ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას სამეფო წყვილის შესახებ, კოსიიუმირებული შოუ, განსაკუთრებული სიმღერები და ცეკვები. ფასში შედის აუდიო თარჯიმანი რუსულად. შოუს ხანგრძლივობა არის 80 წუთი. ღირებულება: 55 ევრო ერთი პირისათვის. კვირა/დღე 2: აგრა საუზმის შემდეგ, 08:30 საათზე გავემგზავრებით Mughal-ის იმპერიის დედაქალაქში. აგრაკ ვლავ იზიდავს სილამაზის მაძიებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ისიამოვნონ დაუვიწყარი ტაჯ მაჰალით. ტაჯ მაჰალი აშენდა დიდი მუღალეთის იმპერატორის შაჰ ჯახანის მიერ თავისი საყვარელი ცოლის, უმტაზის ხსოვნისთვის. სასახლე 20,000 ხელოსნის მიერ 22 წლის განმავლობაში შენდებოდა. ყვავილის ორნამენტი დამზადებული იასპით, აგატით, მალახიტით, ოპალით, ობსიდიანითა და მშვენიერი მარგალიტით არაჩვეულებრივად ერწყმის სასახლის სიმეტრიას. შემდეგი დანიშნულების ადგილი აგრას ციხესიმაგრეა, რომელიც 1565 წელს იმპერატორ აკბარის მიერ აშენდა, როგორც არმიის ციხე. ციხესიმაგრის უზარმაზარი კედლები ინახავს მშვენიერ არქიტექტურულ ნამუშევრებს – ინდურ და მუსლიმური ოსტატების შედევრებს. სადილის შემდეგ ვესტუმრებით Itimad-ud-Daula-ს – Mirza…