ჯგუფური ტური იაპონიაში 23 – 31 მარტი 2026 “საკურას ყვავილობა”

ჯგუფური ტური იაპონიაში 23 – 31 მარტი 2026

Cherry Blossom
მოგზაურობა იაპონიის ყველაზე საოცნებო პერიოდზე.
ბამბუკის ტყეები, ოქროს ტაძრები, სუში და საკეს არომატი.
ყველაფერი იაპონიაზე, ის რაც ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო.


ტურის დეტალური აღწერა:

23 მარტი, 12:00

• გავემგზავრებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
სტამბოლის გავლით ოსაკას მიმართულებით.


24 მარტი

• 19:05 ჩაფრენა ოსაკაში
• ტრანსფერი სასტუმრომდე
• განთავსება სასტუმროში
Osaka: Hotel Elcient Osaka Umeda (4★) (1 ღამე)
https://www.elcient.com/osaka/en/


25 მარტი

• საუზმე სასტუმროში
• Check out


OSAKA – ოსაკა

• 09:00 ოსაკას ტური. ენერგიული ქალაქი, სადაც გართობა და გასტრონომია ერთმანეთშია შერწყმული. აქ ნამდვილი კულტურული შოკი გელით.

• 09:30-10:30 Osaka Castle. მოვინახულებთ ოსაკას ციხე–მუზეუმს, რომელიც ქალაქის ისტორიული სიმბოლო და მუზეუმია. გარშემორტყმული ულამაზესი პარკით, სეზონური ალუბლის ყვავილებითა და ისტორიული საგანძურებით.

• 11:00-12:00 Osaka, Dotonbori ოსაკას ყველაზე ცნობილი და სიცოცხლით სავსე უბანი, რომელიც ცნობილია ნეონის განათებით, ქუჩის სამზარეულოთი და რესტორნებით, განსაკუთრებით პოპულარული მენიუ ტურისტებისთვის არის ტაკოიაკი და ოკონომიაკი.

• 12:00-13:00 ლანჩი ტურის ფარგლებში. ლანჩის შემდეგ გავემგზავრებით ნარაში (მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი).

NARA – ნარა იაპონიის პირველი დედაქალაქი და სულიერი მემკვიდრეობა.

• 14:00-15:00 Nara Park მოვინახულებთ ნარას პარკს, ირმებით სავსე ტერიტორიაა და ადგილობრივებ ამ ირმებს წმინდანად მოიხსენიებენ. • 15:00-16:00 Todai-ji Temple ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ტოდაი-ძი ტაძარს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბუდას ქანდაკებით • 16:00 გავემგზავრებით კიოტოში KYOTO – კიოტო იაპონური კულტურის და ტრადიციების ქალაქი, ნამდვილი ისტორიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

• 17:00 Check in-დაბინავება სასტუმროში KASAI Kyoto Shijo Hotel (4★) (3ღამე) https://www.dusit.com/asai-kyoto/ თავისუფალი დრო.

• 18:30 შევხვდებით სასტუმროს ლობიში.

• 19:00-21:00 Welcome dinner ვახშამი.

• 21:30 დაბრუნება სასტუმროში.


26 მარტი


• საუზმე სასტუმროში
• 08:00 ტური კიოტოში
• 9:00-10:00 Kinkaku-ji Temple დავიწყებთ ტურს კინკაკუჯის მონახულებით. ოქროს პავილიონი ოქროს ფოთლებშია დაფარული და აყვავებული ბაღებით გარშემორტყმულ ტბორზე აირეკლება. ტაძარი თავდაპირველად 1397 წელს აშენდა, როგორც შოგუნის საპენსიო ვილა, კინკაკუ-ჯის ტაძარი დღეს კიოტოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლება. მოვინახულებთ წყნარი ბამბუკის ტყეს, რომლებიც მშვიდ ატმოსფეროს ქმნის; ტაძრებისა და ცნობილი ტოგეცუკიოს ხიდის მიმდებარედ, საიდანაც მდინარე ჰოძუს თვალწარმტაცი ხედები იშლება.

• 10:30-11:30 Sannenzaka and Ninenzaka კიოტოს ორი უმშვენიერესი, ისტორიული ქუჩაა, რომლებიც თავიანთი ტრადიციული არქიტექტურით ქმნიან იაპონურ ატმოსფეროს.

• 12:00-13:30 ლანჩი

• 13:30-14:30 Kiyomizu-dera ხატოვანი ბუდისტური ტაძარი. აქ კიოტოს საოცარი პანორამული ხედები იშლება. გარშემორტყმულია ალუბლისა და ნეკერჩხლის ხეებით, რომლებიც პოპულარულია ალუბლის ყვავილობისას და შემოდგომის ფოთლების სეზონზე. დაარსდა 778 წელს.

• 15:30-17:00 ტური- ლუდსახარშში TOKUBEI Masuda Shoten-ში. ტურს გავაგრძელებთ საკეს ლუდსახარშში, რომელიც 300 წელზე მეტი ისტორია აქვს. ტურის ფარგლებში შესაძლოა დავესწროთ საკეს მოხარშვის პერიოდს, რაც როგორც წესი იშვიათობაა. ტურის ხანგრძლივობა 1.5 საათი.

• 18:00 დაბრუნება სასტუმროში (თავისუფალი დრო, ან სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ, ვივახშმებთ ერთად დამოუკიდებლად გიდის გარეშე).



27 მარტი

• 09:00 ტური კიოტოში

• 10:00 Ginkaku-je Temple. ტურს დავიწყებთ გინკაჯუს მონახულებით ტაძარი ცნობილია თავისი ზენის ბაღებით, მთის ხედით კიოტოზე და მშვიდი, მონასტრული ატმოსფეროთი.

• 12:00-13:30 ლანჩი Shigetsu, Shojin Ryori ვისიამოვნებთ შოჯინ რიორის ტერიტორიითა და სამზარეულოთი. ძენ ვეგეტარიანული სამზარეულოა შიგეცუში, დიდ ტაძრის სტილის რესტორანია, რომელიც გარშემორტყმულია ტენრიუ-ჯის მსოფლიო მემკვიდრეობის ბაღების ბუნებრივი სილამაზით. შოჯინ რიორი სათავეს იღებს ჩინური ძენიდან და იაპონიაში მეცამეტე საუკუნეში ძენ სწავლებებთან ერთად შემოიტანეს. ყოველდღიური ცხოვრებაში საჭმლის მომზადება და მირთმევა ყოველთვის სულიერი პრაქტიკის ფორმებად ითვლებოდა ძენში. შოჯინ რიორი ამ შეხედულებას ავლენს სამზარეულოში, რომელიც ჰარმონიაშია ბუდისტურ იდეალებთან, კერძებს ამზადებენ ახალი სეზონური ბოსტნეულისგან.

• 13:30-14:30 Arashiyama, Tenryu-ji Temple მოვინახულებთ ტენრიუჯის, რომელიც კიოტოს ხუთი დიდი ზენ ტაძრიდან ერთ-ერთია. დაარსდა 1339 წელს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ტერიტორია ულამაზესია ტავისი ლანდშაფტით, ბაღითა და ტბით. დაბრუნება სასტუმროში (თავისუფალი დრო ან სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ, ვივახშმებთ ერთად დამოუკიდებლად გიდის გარეშე).


28 მარტი


• საუზმე სასტუმროში ან ავიღებთ ლანჩ ბოქსებს

• Check out

• 07:00 გამგზავრება ტოკიოში (ტრანსფერი სადგურამდე)

• 08:00-10.15 Bullet train tickets მგზავრობა სწრაფი მატარებლით

• ტრანსფერი სადგურიდან TOKYO – ტოკიო. (3 ღამე) მიმზიდველი მეგაპოლისი, სადაც უძველესი ტრადიციები ერწყმის თანამედროვეობას. • 11:00-12:30 Tsukiji Tamazushi – ტურს დავიწყებთ სუშის მასტერკლასით. პროფესიონალი შეფ მზარეული გვასწავლის თევზის სწორად დამუშავებას და სუშის მომზადებას. მოვისმენთ სუშის წარმომავლობის ისტორიებს, დავაგემოვნებთ და გავუზიარებთ შთაბეჭდილებებს. • 12:30-13:30 Tsukiji Outer Market ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ცუკიჯის გარე ბაზარს, ეს ატრაქცია ზღვის პროდუქტებისა და სუში რესტორნების სამყაროა. ადრე აქ ტოკიოს ცნობილი საბითუმო თევზის ბაზარი იყო, ამჟამად ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩაა ახალი ზღვის პროდუქტებით, ხილითა და სუშის რესტორნებით. ეს ბაზარი ტოკიოს კულინარიულ კულტურას უფრო ახლოს გაგვაცნობს.

• 14:00-15:00 Asakusa & Senso-ji Temple ტურს გავაგრძელებთ ასაკუსა და სენსო-ძი ტაძრის მონახულებით, ტოკიოს უძველესი სალოცავია • 15:00-16:30 Sumida Park ამ დღეს ტურს დავასრულებთ სუმიდა პარკის მონახულებით. პარკის, რომელიც ცნობილია გაზაფხულზე ალუბლის ყვავილებია საოცარი ხედებით. 18:00 Check-in დაბინავება სასტუმროში Tokyo: Daiwa Roynet Hotel Ginza PREMIER (4★)


29 მარტი


• საუზმე სასტუმროში
• 09:00 Shinjuku Gyoen National Garden ტურს დავიწყებთ შინჯუკუ გიოენის ეროვნული ბაღის მონახულებით. შინჯუკუ გიონი, 144 ჰექტარი ფართობის დიდი პარკია, რომელიც ტრადიციული იაპონური, ინგლისური და ფრანგული ბაღებით გამოირჩევ. შინჯუკუ გიონი ყველაზე მეტად ლამაზი ალუბლის ყვავილებისას არის, თუმცა სხვა სეზონებზე უფრო მშვიდია, რაც მას მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნოს ხდის.

• 11:30-13:00 Meiji Shrine მოვინახულებთ მეიჯის ტაძარს. ეს არის შინტოს სალოცავი, რომელიც ეძღვნება იმპერატორ მეიჯის და იმპერატრიცა შოკენს; გარშემორტყმულია ტყიანი ტერიტორიით, რომელიც სიმშვიდეს გვთავაზობს შიბუიას გულში.

• 13:30-15:00 გვექნება ლანჩი ტრადიციულ რესტორანში.

• 15:30-16:30 Shibuya Scramble Crossing ტურს გავაგრძელებთ შიბუიასა და ცნობილ საფეხმავლო გადასასვლელზე, რომელიც ტოკიოს ყველაზე ენერგიული კვარტალია. ეს თანამედროვე ტოკიოს სიმბოლოა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საფეხმავლო გადასასვლელით, შიბუია ახალგაზრდული კულტურისა და მოდის ცენტრად ითვლება. ეს ტერიტორია სავსეა მოდური მაღაზიებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან წარმოადგენს მნიშვნელოვან კომერციულ და გასართობ უბანს. სადგურის წინ მდებარე ცნობილი ჰაჩიკოს ძაღლის ქანდაკება ასევე აქ პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

• 17:00 დაბრუნება სასტუმროში (თავისუფალი დრო ან სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ, ვივახშმებთ ერთად დამოუკიდებლად გიდის გარეშე).


30 მარტი


• საუზმე სასტუმროში
• 09:00 Tokyo, Ginza-საუზმის შემდეგ მოვინახულებთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო უბანს, რომელიც ცნობილია ბრენდული მაღაზიებით, ბუწიკებით, უამრავი ცნობილი რესტორნებით, კვების ობიექტებითა და ღამის ცხოვრებით. Tokyo tower – ტურს გავაგრძელებთ ტოკიოს კოშკის მონახულებით. კოშკი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, აშენდა 1958 წელს და სიმაღლე 333 მეტრია, ეს მიშნავს რომ პარიზის ეიფელის კოშკზე ოდნავ მაღალია. პარიზის ეიფელის კოშკით შთაგონებული ეს ნაგებობა ტოკიოს პანორამულ ხედებს გვთავაზობს და იაპონიის ომისშემდგომი აღორძინების სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენი ბილეთები კოშკის ყველაზე მაღალ ხელმისაწვდომ გემბანზეა. კარგი ამინდის შემთხვევაში ასევე მოსჩანს Fuji ს მთა.

• 12:00-13:00 ლანჩი რესტორანში

• 13:30 TeamLab Borderless გზას გავაგრძელებთ ინოვაციური მუზეუმისკენ აქ ხელოვნება ცოცხლდება. ეს ციფრული ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ ინტერაქტიულ, ჩამთრევ ინსტალაციებსა და ექსპონატებს, რომლებიც შლის საზღვრებს ხელოვნებასა და ტექნოლოგიას შორის.

• 18:00-20:00 საღამოს დავესწრებით მეგუროს მდინარის ალუბლის ყვავილობის ფესტივალს 2026 Meguro River Cherry Blossom Festival 2026 მეგუროს სანაპიროს 4 კმ დაფარულია ათასობით საკურას ხით, ყვავილობისას კი ფესტივალის ფარგლებში ინთება ათასობით ვარდისფერი ფარნი-მაგიური ატმოსფერო და წარმოუდგენლად ლამაზი ხედია. გარემო ამ დღეს განსაკუთრებულად რომანტიკული და ემოციურია. (ფესტივალის თარიღის გამოცხადების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ტურში თარიღი) საღამოს დავასრულებთ გამოსამშვიდობებლი ვახშმით და დავბრუნდებით სასტუმროში.


31 მარტი


• ადრიანი საუზმე სასტუმროში
• ტრანსფერი აეროპორტში
• გამოფრენა საქართველოში
• ტურის დასასრული


სპეციალური გამოცდილებები ტურის ფარგლებში:

საკეს დეგუსტაცია კიოტოში – ტრადიციულ საკეს ქარხნის ვიზიტი
და დეგუსტაცია
• მეგუროს მდინარის ალუბლის ყვავილობის ფესტივალი
„2026 Meguro River Cherry Blossom Festival 2026“
სასტუმროში განთავსება
Tokyo: Daiwa Roynet Hotel Ginza PREMIER 4★ (3ღამე)
https://www.daiwaroynet.jp/en/ginza/
Osaka: Hotel Elcient Osaka Umeda 4★ (1 ღამე)
https://www.elcient.com/osaka/en/
Kyoto: ASAI Kyoto Shijo Hotel 4★ (3 ღამე)
https://www.dusit.com/asai-kyoto/


ფრენის განრიგი:
Outbound:
1 TK 383 E 23MAR TBSIST HK16 1755- 1930
2 TK 86 E 24MAR ISTKIX HK16 0210- 1905
3 ARNK
Return:
4 TK 51 Q 31MAR NRTIST HK16 1025- 1740
5 TK 386 Q 31MAR ISTTBS HK16 2155- 0115
(შესაძლოა შეიცვალოს როდესაც ზამთრის რეჟიმზე გადავა აეროპორტები)


ტურის ღირებულება 3300 ევრო
ღირებულებაში შედის:
• ორმხრივი ავიაბილეთი თბილისიდან (ავიაკომპანია Turkish airlines)
• ხელბარგი +ბარგი
• სასტუმროში განთავსება 7 ღამე (BB)
• კვება 7 საუზმე, 5 ლანჩი, 2 ვახშამი
• სუში მასტერ-კლასი ტოკიოში
• საკეს დეგუსტაცია კიოტოში
• ყველა ტრანსფერი იაპონიაში (მათ შორის bullet train Tokyo–Kyoto)
• შესასვლელი ბილეთები ყველა ობიექტზე
• გიდის მომსახურება
• კომპანიიდან წარმომადგენელი
• სამოგზაურო დაზღვევა


ღირებულებაში არ შედის:
• დამატებით სერვისები
• პირადი ხარჯები


შენიშვნა
• ფასი მოცემული ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში
• ფასი ცვალებადია 10 ჯავშნის შემდეგ, გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს
ოპერატორებთან
• გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
• ჯავშნისთვის გადახდის გრაფიკი:
დაჯავშნისას 1000 ლარი
09.12 2500 ლარი
20.01 3200 ლარი
20.02. 3860 ლარი

სუში მასტერკლასი ტოკიოში – პროფესიონალ შეფთან ერთად
საკუთარი სუში ნიგირის მომზადება