მიზნები და გეგმები

ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება, განვითარება, ახალი პარტნიორების მოძიება. ვგეგმავთ თანამშრომლობას წამყვან საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და სერვისების მიმწოდებლებთან, მონაწილეობის მიღებას საერთაშორისო კონფერენციებზე, გამოფენებზე. თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და სპეციალური პაკეტები, რომლებიც უპასუხებს მომხმარებელთა მრავალფეროვან მოთხოვნებს და სურვილებს. ასევე ვთვლით აუცილებელ ასპექტად ბრენდის ზრდას და ცნობადობის ამაღლებას.