კომპანია Hot Travel Group მხარს უჭერს პირად მონაცემთა დაცვის საკითხს. ჩვენ ვაგროვებთ პირად მონაცემებს, როგორიცაა სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, პასპორტის მონაცემები და მოგზაურობის ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროებს ჩვენი ვალდებულებების შესრულებისთვის. თქვენი პირადი მონაცემები გამოიყენება ჯავშნის/ტურის შეძენის პროცესის დროს, ასევე თქვენი მოგზაურობის მართვის, ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და სპეციალური შეთავაზებების და სიახლეების შესახებ ინფორმირებისათვის. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს სხვა მიზნებისთვის თქვენი თანხმობის გარეშე. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას თქვენი მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისგან დაცვისათვის. ჩვენი სისტემები და პროცედურები შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის სტანდარტებს. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა თქვენი მოთხოვნების შესრულებისთვის (მაგალითად, ვიზების გაფორმება ან სერვისების დაჯავშნა) ან კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. თუ გაქვთ კითხვები ან მოთხოვნები თქვენი მონაცემების გადამუშავების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.