აღმოაჩინე ბრაზილიის საოცრება

აღმოაჩინე ბრაზილიის საოცრება!

რაც ბრაზილიურ სერიალებში გინახავთ, ეს რეალობაა! საოცარი სანაპიროებიდან დაწყებული ცოცხალი ქალაქებით დამთავრებული, ბრაზილია წარმოუდგენელი მრავალფეროვნებისა და სილამაზის ქვეყანაა. ეგზოტიკური და იდუმალებით მოცული ტროპიკული ადგილები ფოტოებიდანაც შთამბეჭდავია, მაგრამ არც ერთ ფოტოს არ შეუძლია გადმოსცეს ის რეალობა, რაც  იქ დაგხვდებათ.

ბრაზილიის მარგალიტი, რიო დე ჟანეირო. პირველივე წუთიდან რიოში იგრძნობთ ბრაზილიურ მუხტს. მზე, სამბა, იპანემას და კოპაკაბანას სანაპირო, საოცარი ხედები, ბრაზილიური ხაჭაპური pão de queijo და კარიოკელების, ანუ რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრები ხალხის სითბო და უდარდელობა .

კორკოვადოს გორაზე, შეხვდებით ქრისტეს გიგანტურ ქანდაკებას, რომელიც 38 მეტრის სიმაღლისაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ხედი რიოში. გარდა ამისა, აქედან თქვენ იხილავთ ქალაქის ულამაზეს პანორამას. თუ არ გინდათ ტურისტების რიგში დგომა ქანდაკებასთან სელფის გადაღებისთვის, არის ერთი განსაკუთრებული საშუალება… 3,2,1 – ვერტმფრენი! დიახ, ციდან დანახული რიო და ქრისტეს ქანდაკება მთელი ცხოვრება დარჩება თქვენს მოგონებებში.

კოპაკაბანას სანაპირო რიო დე ჟანეიროში და Praia do Forte ბაიაში ითვლება მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროებად. დაისვენე ოქროს ქვიშაზე, ისიამოვნე კრისტალურად სუფთა წყლებით და დატკბი მზის სხივებით.

ლაპა და სანტა ტერეზა არის რიოს ბოჰემური უბნები, სავსე რესტორნებით, ბარებითა და გალერეებით. განსაკუთრებით საღამოს ეს ადგილები იცვლის სახეს და ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რიოში შეგიძლიათ გაერთოთ და იცეკვოთ ყველგან და ყოველ დღე. ბევრმა კი არ იცის რომ ყოველ ორშაბათს ტარდება სამბა საღამო Pedra do Sal. დაუვიწყარი მუხტი ტრიალებს ამ ქუჩაზე, მოემზადეთ სთორების გადასაღებად!

მოინახულე მსოფლიოში ყველაზე დიდი ამაზონის ტროპიკული ტყე. აღმოაჩინე ველური ბუნების მრავალფეროვნება, მათ შორის მაიმუნები, იაგუარები და ფერადი ფრინველები.

იგუასუს ჩანჩქერის გამოირჩევა თვალწარმტაცი სილამაზით და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერის სტატუსით. ნახავ ბუნების უდიდეს ძალას, სადაც წყლის კასკადები კლდეებზე გადადის და ქმნის საოცარ სანახაობას.

მოგზაურობის რჩევები:

კრიმინალი. ყველა ქვეყანაში და ქალაქში არის უბნები, სადაც სასურველია ღამე მარტო არ იაროთ. მოერიდეთ ფაველებში სიარულს, განსაკუთრებით, თუ არ ფლობთ პორტუგალიურ ენას. დიდი ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, პოლიციის თანამშრომლები კი განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში და მთავარ სანაპიროებზე, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.

ბრაზილიაში მოგზაურობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაიცვათ თავი მზისგან. ასევე კარგი იდეაა ისწავლოთ რამდენიმე ძირითადი პორტუგალიური ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ ადგილობრივებთან კომუნიკაციაში.

აირჩიეთ რეგიონების ტურები სეზონის მიხედვით. რიო დე ჟანეიროს შეგიძლიათ ეწვიოთ თითქმის მთელი წლის განმავლობაში.

თუ თქვენ ეძებთ თავგადასავალს, დასვენებას ან კულტურულ გამოცდილებას, ბრაზილია სწორი არჩევანია

მოგზაურობის ორგანიზებისას, დაგეგმეთ ბილეთები და საცხოვრებელი ადრე, რადგან ბრაზილია ძალიან პოპულარულია.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა დღეს და აღმოაჩინეთ ამ მომხიბლავი ქვეყნის საოცრება!