აეროპორტის უსაფრთხოების წესები

2) აეროპორტის უსაფრთხოების წესები

იმისდა მიუხედავად, ახორციელებთ შიდა თუ საერთაშორისო ფრენას, თქვენ და თქვენი ბარგი ექვემდებარებით აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლს. მკაცრად განსაზღვრულია იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა თვითმფრინავში ატანაც დაშვებულია. ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი მოწმდება დეტექტორის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დეტალურად. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია იმ ნივთიერებების და საგნების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მგზავრებს, თვითმფრინავის ეკიპაჟს ან ხომალდის უსაფრთხოებას. ბასრი საგნების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ჩასაბარებელ ბარგში. ხელბარგით თვითმფრინავში დაშვებული სითხე (მათ შორის გელი, კრემი, პასტა) მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ/თითო კონტეინერი. უსაფრთხოების შემოწმებისას ასევე შესაძლებელია მოგთხოვონ ფეხსაცმლის გახდა და ქამრის მოხსნა. ხელბარგში მოსათავსებლად აკრძალული საგნების სია: ქვემოთ წარმოდგენილი სია არ არის ამომწურავი და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას აეროპორტის თანამშრომლებს უფლება აქვთ დამატებით მოითხოვონ იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში. ყველანაირი სახის იარაღი, საბრძოლო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ელექტროშოკური საშუალებები, მათ შორის ბასრი წვერის ან პირის მქონე საგნები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის სამუშაო იარაღი, რომლის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის ბლაგვბოლოიანი ხელსაწყოები, რომლის დარტყმამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით აკრძალულია იმ ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის: ა) საბრძოლო მასალა * აღნიშნული სია არ არის ამომწურავი და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას აეროპორტის თანამშრომლებს უფლება აქვთ დამატებით მოითხოვონ იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში. შპრიცების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.